Situs web ini menggunakan cookies. Dengan melanjutkan menggunakan situs web ini, Anda setuju dengan kebijakan kami terkait dengan penggunaan cookies.
Pasang aplikasi seluler Online Radio Box gratis untuk ponsel pintar Anda dan dengarkan stasiun radio favorit Anda secara online – di mana pun Anda berada!
რადიო “პალიტრა” ეთერში გავიდა 2008 წლის 17 აგვისტოს.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიოს მიზანია ობიექტურად და
ოპერატიულად მიაწოდოს მსმენელს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
მაუწყებლობის საერთო მოცულობა – 24 საათი.
თანამედროვე მუსიკა და 80-90 წლებიდან მოყოლებული მუსიკალური ჰიტები.
თემატური მიმართულება – საინფორმაციო, საავტორო,
საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემეცნებითი რადიოპროექტები.
დღეს თქვენმა რადიომ 12 საათიან პრესის მიმოხილვაში პარასკევის, 9 თებერვლის გადაცემა გაიმეორა. შეიძლება ეს უნებლიედ მოხდა, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენივე პრესტიჟისათვის სასრგებლო იქნებოდა, რომ მსმენელებს ბოდიში მოუხადოთ.
და ხოგადად, ეს გადაცემა, რომელსაც მე პირადად ეთერში გასვლი შემდეგ ვუსმენ, თანდათან უფრო მწირი ინფორმაციის შემცველი გახდა. ამჟამინდელი წამყვანი, ხშირად ორი-სამი სიუჟეტრის მოწოდების შემდეგ, ძალიან სწრაფად გადადის "ლელოს" მიმოხილვაზე. სპორტი გარკვეული კატეგორიის მსმენელისათვის, შეიძლება, პრიორიტეტული სფეროა, მაგრამ იმის დეტალური მიმოხილვა, თუ რომელმა ქართველმა ლეგიონერმა უცხოეთის რომელიმე კლუბში რამდენი წუთი ითამაშა, ნაკლებად უნდა შედიოდეს პრესის მიმოხილვის მთავარ სიახლეებში. ეს უფრო საეთერო დროის გასაყვანად არის გამიზნული. აჯობებს, რომ გადაცემის პროდუსერმა მეტი საგაზეთო რესურსი მოიმარაგოს, თუ გსურთ, რომ სტაჟიანმა მსმენელმა არ აიცრუოს თქვენს რადიოზე გული,